„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, სტუდენტებისთვის ლიტერატურისა და კინოს თემაზე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, სტუდენტური კამპუსი იმართება.
კამპუსებში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან გასაუბრებისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე შერჩეული 80 სტუდენტი მონაწილეობს. სალექციო კურსს კი ცნობილი მწერლები და რეჟისორები კითხულობენ. „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდა თაობაში წიგნიერების, განსაკუთრებით კი, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაცაა.
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ იუნესკოს პროექტია, რომელიც თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.