„ავიცრათ ერთმანეთისთვის“ – სტუდენტურ კამპანიას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. სტუდენტებმა აქციის ფარგლებში, ახალციხეში ვაქცინაციის გააქტიურების მიზნით, ბრენდირებული ხალათებით და პირბადეებით საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს, გაავრცელეს ფოტო და ვიდეო მიმართვები, ასევე სამოტივაციო მესიჯები. ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, 26 ნოემბერს ვაკის პარკში დაიწყო. კამპანიას სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების სტუდენტები შეუერთდნენ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.