სტუდენტური ფესტივალი -2024

მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი „სტუდფესტი 2024“ გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში ინტერმედიის კონკურსი გაიმართა, რომელშიც საუნივერსიტეტო თეატრალური დასები მონაწილეობდნენ. კონკურსს, რომელიც სტუდენტებში სამსახიობო ნიჭისა და უნარ-ჩვევების გამოვლენას ისახავს მიზნად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. „სტუდფესტი 2024“ განათლების სამინისტროს ინიციატივით, ახალგაზრდობის სააგენტოს, თბილისის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით იმართება. მასში საქართველოს ყველა უნივერსიტეტის 25 000-მდე სტუდენტი იღებს მონაწილეობას.