სტუდფესტი - 2024

სტუდენტური ფესტივალი დაიწყო.

გასართობი აქტივობები, თეატრალური წარმოდგენები, შეჯიბრებები უნივერსიტეტებს შორის, კონცერტები, სპორტული ასპარეზობები – ორთვიანი პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია. ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით ყველა უმაღლეს სასწავლებელს მოიცავს. მიზანი სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ფესტივალი ტრადიციული გახდება და ყოველ წელს ჩატარდება.