სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფინანსური დოკუმენტაციების გასაჯაროების მოთხოვნით მიმართა. მათი თქმით, უნივერსიტეტებში იკვეთება ნეპოტიზმის ნიშნები, არის კლანური მმართველობა და ფინანსური მაქინაციები. მათი თქმით, კონკრეტულ ფაკულტეტებზე იგეგმება სწავლის გადასახადის გაზრდაც, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრები საგანმანათლებლო დაწესებულებაში მმართველობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობას ითხოვენ. მათი თქმით, დოკუმენტების გამოთხოვის შემდეგ შეისწავლიან საკითხს და პრობლემების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მიაწვდიან.