დღევანდელი აქციის პარალელურად სტუდენტების ნაწილმა საინიციატივო ჯგუფი ჩამოაყალიბა და განცხადება გაავრცელა.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის რამდენიმე სტუდენტი „ბრძოლა განათლებისთვის“ ორგანიზებულ აქციებს და მოთხოვნებს გამოეყო და ქვეყნის მასშტაბით საერთო სტუდენტური საცხოვრებლების აშენებაზე იწყებენ მუშაობას. კონკრეტულად რა ფორმით და გეგმით შეძლებენ მიზნის მიღწევას, არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ახლა ყველაზე საჭირო საერთო საცხოვრებლებია და ამისათვის უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები.