სტუდენტური მოძრაობის წევრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია ამ დრომდე დაკავებული აქვთ. მათი მოთხოვნა უცვლელია – გაიფიცოს უნივერსიტეტი, იქამდე სანამ კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისას დაკავებული ლექტორი, აკაკი ჩიქობავა და მასთან ერთად მყოფი გიორგი ხასაია არ გათავისუფლდებიან.
სტუდენტების მოთხოვნებს შორის იყო შეხვედრა რექტორთან, რომელმაც სტუდენტებს გასაუბრებამდე უნივერსიტეტის კანცელარიის დატოვება მოსთხოვა, რაც აქციის მონაწილეებისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა.
უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, დღესვე ჯაბა სამუშია სენატისა და აკადემიური საბჭოს წევრებს შეხვდა, თუმცა, კონკრეტულად რაზე ისაუბრეს რექტორმა და სასწავლებლის თანამშრომლებმა, უცნობია. მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.