თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქცია იმართება. სტუდენტების ნაწილი ამ წუთებში რექტორის კაბინეტთან იმყოფება. მანამდე კი მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ ორგანიზებით, პირველი კორპუსის ფოიეში, ბანერები გამოფინეს წარწერით – „ბრძოლა განათლებისთვის“ და „ღირსეული საცხოვრებელი სტუდენტებს“.