სტუდენტების ნაწილის მოთხოვნა და თსუ-ს რექტორის პასუხი სტუდენტებს

სტუდენტთა პროტესტი და მოთხოვნები. ახალგაზრდების ნაწილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ამ დრომდე ვერ თანხმდება – საქმე რექტორის იმ გადაწყვეტილებას ეხება, რომლის მიხედვითაც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 მაისიდან ყველა ფაკულტეტი ონლაინიდან სააუდიტორიო სწავლებაზე უნდა გადასულიყო. სწორედ ეს გახდა სტუდენტთა ნაწილის პროტესტის მიზეზი, რადგან, მათი თქმით, მცირე დროით და გაზრდილი ფასებით ბინის დაქირავებას ვერ ახერხებდნენ,მიტომ სწავლის შერეული რეჟიმის შემოღება მოითხოვეს.

უნივერსიტეტი კომპრომისზე წავიდა, თუმცა გადაწყვეტილება, რა ფორმით გააგრძელებდნენ სწავლას, ფაკულტეტების ხელმძღვანელებს მიანდო. აქციის მონაწილე სტუდენტებს მეორე მთავარი მოთხოვნაც აქვთ – სტუდენტური საცხოვრებლების აშენება.

რა გეგმა აქვთ სტუდენტებს, მათი პოზიცია გენო ოსიყმაშვილმა მოისმინა.

📌 რა პასუხები აქვს უნივერსიტეტის რექტორს, პირდაპირ ეთერში გიორგი შარვაშიძე ჩაგვერთვება.   

გიორგი შარვაშიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.