სტუდენტების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

„ნუ მითვლი ფულს, დამითვალე ცოდნა“, – ამ ლოზუნგით სტუდენტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

სტუდენტების თქმით, კოვიდ-პანდემიის გამო 2020 წლიდან დღემდე 30000-ზე მეტ სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო უჩერდება სტატუსი. ისინი მთავრობის მეთაურს მათი რამდენიმე დღის წინ შეტანილი განცხადების დროულად განხილვას სთხოვენ. შექმნილ პეტიციას, სწავლის საფასურის შემცირების მოთხოვნით 10 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.