სტუდენტების გაფიცვა

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შიმშილობის აქციას განათლების სამინისტროსთან განაგრძობენ. ისინი განათლების მინისტრთან შეხვედრას და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოხსნას ითხოვენ.

სტუდენტები განათლების მინისტრს დღეს, 21:00 საათამდე აძლევენ დროს, რათა აქციის მონაწილეებს შეხვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის მონაწილეები სამინისტროსთან პროტესტს შეწყვეტენ და ორშაბათიდან საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებენ.

სტუდენტებთან აქციაზე იმყოფებოდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. მან აქციის მონაწილეების მოთხოვნები მოისმინა და განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, პარლამენტსაც მიმართავს.