სტრიტ-არტი გორში

განსხვავებული თემატიკა და გადმოცემის ხერხები – ქალაქ გორის ქუჩებში შენობებზე ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრები გაჩნდა.

ქუჩის მხატვრობა ასახავს ქალაქის წარსულს და აწმყოს. ახალგაზრდა მხატვრის იდეა ხელოვნების სახლის დახმარებით ხორციელდება. ქალაქში უკვე დასრულდა მუშაობა რამდენიმე პროექტზე და ახლა მიმდინარეობს მზადება რვა მხატვრის 13 ნამუშევრის შესრულებისთვის.

ქალაქ გორის ქუჩებში გაჩენილ მხატვრობას და მათ ავტორებს ნინო ფისაძე და მიხეილ ჯანეზაშვილი გაგვაცნობენ.