პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, დღეს გორსა და თბილისში სტრატეგიული დისკუსიის მორიგი საერთაშორისო შეხვედრა გაიმართება.
ორდღიან ღონისძიებაში პრეზიდენტთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ექსპერტები.
სტრატეგიული დისკუსიის მიზანია, უსაფრთხოების თემის წარმომადგენლებს შესთავაზონ ექსკლუზიური ფორმატი, სადაც პროფესიული განხილვების შედეგად გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნის და რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებით.
სტრატეგიული დისკუსიის ფარგლებში, უცხოელი ექსპერტები პირველ შეხვედრას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში დღეს გამართავენ.