11 ოჯახი ამ დრომდე ვერ ახერხებს საცხოვრებელ სახლებში შესვლას. ძლიერი წვიმის შედეგად, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მიმდებარე დასახლება მთლიანად დატბორილია. ადგილობრივების ინფორმაციით, განადგურებულია ავეჯი და ტექნიკა. წყალდიდობის შემდეგ, ვერ პოულობენ შინაურ ცხოველებს. აღნიშნული ოჯახების გამოყვანა მაშველების დახმარებით ღამითაც მოხერხდა.
დილიდან მობილიზებულია ადგილზე სამაშველო სამსახური. რუსუდან ლოლაძე მუშაობს სტიქიის ზონაში – რა ვითარებაა ადგილზე, დაიწყო თუ არა მუშაობა მძიმე ტექნიკამ.