ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 6 000 ადამიანს გადააჭარბა. გაერო-ს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაკარგულად მიიჩნევა სულ მცირე 10 000 ადამიანი, ხოლო 30 000 იძულებით გადაადგილებულად ითვლება.“ზღვას მუდმივად ათობით ცხედარი გამოაქვს”, – განაცხადა ლიბიის აღმოსავლეთის ადმინისტრაციის მინისტრმა. ჩრდილო-აღმოსავლეთ ლიბიაში ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია ორი კაშხლის ჩამონგრევა, შედეგად წყალი უკვე დატბორილ რაიონებში შევიდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ყველაზე დიდი ზარალი ქალაქ დერნას მიადგა, სადაც 6 000-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.