ახმეტის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ხვალიდან სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის კრეფა დაიწყება.
მოსახლეობა შეეცდება სტიქიის შემდეგ განადგურებული მოსავლის ის ნაწილი მაინც ჩააბაროს, რომელსაც კომპანია სპირტის დამზადებისთვის გამოიყენებს.
გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება. თუმცა, დაზარალებული ადგილობრივი მეწარმეები ამბობენ, რომ კრედიტების გადახდას სრულად მაინც ვერ შეძლებენ, რადგან დაზიანებული ყურძნის სანაცვლოდ მცირე თანხას მიიღებენ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულ პირებზე კომპენსაციები არ გაიცემა.