გურიაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. კონკრეტულ ლოკაციებზე მობილიზებულია და მუშაობას განაგრძობს მძიმე ტექნიკა. ადგილზე რჩებიან გეოლოგებიც, რომლებიც დამეწყრილ და სხვა პრობლემურ ადგილებს სწავლობენ. სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს ურიგდებათ პირველადი საჭიროების ჰუმანიტარული დახმარება.
სტიქიის ზონაში მუშაობას განაგრძობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც. ბოლო ინფორმაციას ადგილიდან ირმა ჭოლაძე მოგვაწვდის.