უხვი ნალექით დაზარალებული მოსახლეობა.
თბილისში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში ძლიერმა წვიმამ და მდინარეების ადიდებამ სერიოზული პრობლემები შექმნა. დატბორილი სახლები, სასოფლო-სამეურნეო მიწები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გზები, მეწყრული პროცესები – ზარალი მასშტაბურია. ყველაზე მძიმე კვალი სტიქიამ წეროვანის დევნილთა დასახლებაში დატოვა. რამდენიმე სახლი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ იქ ამ ეტაპზე ცხოვრება შეუძლებელია.
საკმაოდ დიდი ზარალი მიადგა ქვემო ქართლის ათეულობით სოფელსაც.