იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში სტიქიას მძიმე შედეგები მოჰყვა – უხვმა ნალექმა და სეტყვამ მოსავლისა და სახნავ-სათესი მიწების დიდი ნაწილი გაანადგურა. ზარალი მასშტაბურია. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურაც. საათების განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო რიკოთის უღელტეხილზე. უამინდობამ პრობლემები შეუქმნა გორისა და ქარელის მოსახლეობასაც. უახლოესი დღეების პროგნოზი დამაიმედებელი არ არის.