სტიქიის შედეგები

ხარაგაული და კახეთი სტიქიის ზონებია.

ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ ათეულობით ოჯახი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, სადაც დაიტბორა სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაიხოცა შინაური ფრინველი და დაზიანდა ტექნიკა. რამდენიმე ადგილზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა, რის გამოც შიდა გზებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა. რაც შეეხება კახეთს, უამინდობამ ყველაზე მეტი პრობლემა ახმეტის მუნიციპალიტეტში შექმნა.

ზარალის დათვლა დაიწყო.