ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგენილია.
გზის ეს მონაკვეთი გუშინ ადიდებულმა მდინარე ცხენისწყალმა დააზიანა და წაიღო. აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. რაც შეეხება გარესამყაროს მოწყვეტილ ოთხ სოფელს, მიმდინარეობს მისასვლელი გზების მოწესრიგება.