კახეთში მასშტაბური სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო. ახმეტაში, ლაგოდეხში, თელავსა და გურჯაანში სპეციალური კომისიები მუშაობენ.
გადაუღებელი წვიმების და მდინარეების ადიდების შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას სახნავ-სათესი მიწები და მოსავალი გაუნადგურდა. მათ ნაწილს აგროსესხი ჰქონდა აღებული, რის გამოც ბანკებთან შუამდგომლობას ითხოვენ.
ამ დროისთვის მდინარეებში წყლის დონე დაწეულია, მიმდინარეობს დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაოები. რაც შეეხება თუშეთთან დამაკავშირებელ გზას, რომლის ერთი მონაკვეთი მთლიანად წყალმა წაიღო, გზის გახსნის თარიღი გაურკვეველი რჩება.