დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილი ჩაირთო.
დაბა ხარაგაულსა და მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. ენერგომომარაგება აღუდგა წალენჯიხის და ჩხოროწყუს რაიონულ ცენტრებსაც. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს დასავლეთ საქართველოს ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ყინულ-მოცვამ ენერგოინფრასტრუქტურა დააზიანა. რთული სამუშაო პირობების მიუხედავად ენერგო კომპანიის ტექნიკურ სამსახური აღდგენით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.