მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სტიქიისგან დაზიანებული ობიექტების აღდგენა-მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორისაა თიანეთის მუნიციპალიტეტი, სადაც ნაპირსამაგრი გაბიონების კედლები ერთდროულად ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში კეთდება. ეწყობა გადასასვლელი რკინა-ბეტონის ფილები, საფეხმავლო ხიდები, ხიდ-ბოგირები და სანიაღვრე არხები.
მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ნოზაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო.