რა მოხდა 3 აგვისტოს ბუბას ხეობაში – გეოლოგების ნაწილი განმარტავს, რომ ათი დღის წინ, ხუთი გეოლოგიური და მეტეოროლოგიური პროცესის შედეგად განვითარებული ღვარცოფი ე.წ. კლასიკური ღვარცოფების კატეგორიას არ განეკუთვნება, რადგან ის არა ნალექმა, არამედ კლდეზვავის ჩამოშლამ და მყინვარის ნაწილთან შეჯახებამ გამოიწვია.
სპეციალისტები ამბობენ იმასაც, რომ ამ მასშტაბის კატასტროფამდე ბუნებრივი პროცესები გარკვეული პერიოდის განმავლობაში აუცილებლად იქნებოდა დაფიქსირებული. გეოლოგები ახლა იმ პრევენციულ ზომებზე საუბრობენ, რომლებიც მსგავსი მასშტაბის სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად, მომავალში აუცილებლად უნდა გატარდეს.