სტიქია სამეგრელოში

სტიქია რეგიონებში. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ზუგდიდში. ძლიერ წვიმას ქარი ერთოდა თან. ქალაქში მოგლეჯილია ხეები. რესპუბლიკური საავადმყოფოს ავტოსადგომზე ქარისგან მოგლეჯილმა ხემ სამი მანქანა დააზიანა. დაზიანებულია გაზსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები. ქალაქის უმეტეს უბნებს და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს დენი არ მიეწოდება. შეფერხებაა გაზმომარაგების კუთხითაც. ქალაქის მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ზარალის ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.