ისევ რთულია სიტუაცია ლენტეხის მუნიციპალიტეტში, თუმცა მდინარეებში წყლის დონემ იკლო და არ არის გამორიცხული, გარესამყაროს მოწყვეტილი ხუთი სოფლიდან, ორ დასახლებასთან დამაკავშირებელი გზა დღის ბოლომდე აღდგეს.
გაწმენდითი სამუშაოები ქვემო სვანეთში ინტენსიურად მიმდინარეობს. განახლდა დენისა და წლის მიწოდება. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისიაც. ლენტეხში ამჟამად ისევ წვიმს.
დაიწყო თუ არა მუშაობა მძიმე ტექნიკამ? – ირმა ჭოლაძე მუშაობს ადგილზე.