ვითარება ლენტეხში

ქვემო სვანეთის ხუთი  სოფელი გარესამყაროს ისევ მოწყვეტილია. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე სამუშაოები დაწყებულია, თუმცა როდის გაიხსნება პრობლემური მონაკვეთები, ჯერჯერობით უცნობია.  დაზარალებულ დასახლებებში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება სრულად აღდგენილია.

რა მდგომარეობაშია მოსახლეობა და ხომ არ შეიქმნა სურსათისა და მედიკამენტების მიწოდების პრობლემა, – ადგილზე ირმა ჭოლაძე მუშაობს და ლენტეხში არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრებს.