დაზიანებული ვენახები, ელექტროგადამცემი ბოძები და დახოცილი შინაური ფრინველი – კახეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა დააზიანა. ადგილობრივები, რომლებსაც ასეთი მასშტაბის სტიქია არ ახსოვთ, შინაური ფრინველების დანაკარგზეც საუბრობენ. სანამ სპეციალური კომისია სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის, მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო – დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო ქარხნები 90 თეთრად ჩაიბარებენ.
თელავში, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს რთველის საკოორდინაციო შტაბი, სადაც ამბობენ, რომ დაზარალებული მევენახეები მოსავლის დაბინავებას შეუფერხებლად შეძლებენ.