სტიქია იმერეთში - სოფელ ნერგეეთში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. მაშველებმა დღეს მეცხრე ცხედარიც იპოვეს. ახლა უკვე სტქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებდა სამძებრო სამუშაოებს. ნერგეეთში ჩამოწოლილმა მეწყერმა ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. შალვა სუმბაძე ბოლო ცნობებით სტიქიის ზონიდან.