პრემიერ-მინისტრი გურიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სამძიმრის წერილს ავრცელებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გურიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად, სრულად არის მობილიზებული ყველა სახელმწიფო უწყება, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.
მოგვიანებთ, მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, გურიაში მომხდარი სტიქიის გამო, მწუხარება გამოთქვეს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს პრემიერმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.