საქართველოს პრემიერმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გურიაში მომხდარი სტიქიის გამო, მწუხარება გამოთქვეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ჟოზეფ ბორელმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. ამასთან, პრემიერმა განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია – „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გურიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად, სრულად არის მობილიზებული ყველა სახელმწიფო უწყება, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.