სტიქია გურიაში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმეთის მოსახლეობა, უხვი ნალექის გამო, დახმარებას ითხოვს. რამდენიმე სახლი დაიტბორა ურეკშიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ შიშით ელიან ყოველ უამინდობას. მათი თქმით, სოფლებში არ არსებობს სანიაღვრე არხები, რაც უხვი ნალექის დროს იწვევს წყლის დაგორებას. მათივე თქმით, ღელე, რომელიც მდინარე სუფსას უერთდება, დიდდება და წყალმა უკვე წაიღო გზის გარკვეული მონაკვეთი. ხიდი, რომელიც ამ ღელეზე გადის, ამორტიზებულია და მისი ჩანგრევის შემთხვევაში, სოფელ ორმეთს წყალდიდობა ემუქრება.