მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მაშველები გურიის რეგიონში, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობდა. მოსახლეობის ნაწილი საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებს. 100-ზე მეტმა მოქალაქემ ღამე უსაფრთხო ადგილას გაათენა. რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. მოსახლობის ევაკუაცია ჯერ ისევ გრძელდება. შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის გამო მოვარდნილმა წყალმა და ჩამოწოლილმა მეწყერმა სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათგან ორი მოზარდია.
მოამბის გადამღები ჯგუფები მუშაობენ უკვე მეორე დღეა სტიქიის ზონაში.
რა ხდება ამ დროისათვის ადგილზე? – შალვა სუმბაძე პირდაპირ ეთერში სტიქიის ზონიდან.