სტიქია და მსხვერპლი აფრიკაში

ციკლონმა „იდაიმ“ მოზამბიკში, ზიმბაბვესა და მალავიში მასშტაბური მსხვერპლი გამოიწვია.

სტიქიის შედეგად 400-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჰუმანიტარული მისიის წევრები ამბობენ, რომ მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება. სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 177 კილომეტრს აღწევდა. მხოლოდ მოზამბიკში 3 ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია წყლითაა დაფარული. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.