ზიმბაბვეში 40-წლიანი დიქტატურა დასასრულს უახლოვდება

ზიმბაბვეში რობერტ მუგაბეს თითქმის 40-წლიანი დიქტატურა დასასრულს უახლოვდება.

ქვეყნის 93 წლის მეთაური, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას კვლავ გეგმავდა ახლა სამხედროების ხელშია. ქვეყანა კი სიღატაკის ზღვარზე.

რობერტ მუგაბეს მმართველობის პირობებში, ზიმბაბვეში ყოველწლიურად ათას პროცენტიანი ჰიპერიმფლაცია ფიქსირდება. ერთი აშშ დოლარი თითქმის 100 ტრილიონ ზიმბაბურ დოლარს შეადგენს. ეს იმ დროს, როდესაც ძვირადღირებული ბრენდების მოყვარული  დიქტატორის მეუღლეს ,ზედმეტსახელად  გუჩი-გრეისს ეძახიან.

სახელმწიფო გადატრიალებისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, აშშ-სა და კანადის საელჩოები ზიმბაბვეში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.