მედია: ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე მზადაა, თანამდებობა დატოვოს

ტელეკომპანია ნიუს აფრიკის ინფორმაციით, ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე მზადაა, თანამდებობა დატოვოს. წყაროს ინფორმაციით, სამხედროები მზად არიან მუგაბეს ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილონ, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიებიც.

იმისათვის, რომ მუგაბეს  გადადგომა ფორმალურად შედგეს, შესაბამისი წერილით მუგაბემ პარლამენტის სპიკერს უნდა მიმართოს.

გუშინ რობერტ მუგაბე მმართველი პარტიის ხელმძღვანელის პოსტიდან გადააყენეს. პარტიის ახალ ხელმძღვანელად კი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა დაინიშნა.

ზიმბაბვეში მდგომარეობა გასულ კვირას მას შემდეგ დაიძაბა, რაც  ქვეყნის პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ ვიცე-პრეზიდენტი გადააყენა. რამდენიმე დღეში კი სამხედროები მის წინააღმდეგ გამოვიდნენ.