წყალდიდობის შედეგად ადიდებულმა მდინარე ენგურმა ნაპირსამაგრი გაანგრია და ანაკლიაში პრობლემები შექმნა. სპეციალური ტექნიკით სამუშაოები ანაკლიაში დილიდან განახლდა. კეთდება დროებითი ნაპირსამაგრი, ამავდროულად მოხდება პრობლემის ძირეული აღმოფხვრა და კონსტრუქციული ნაპირსამაგრის მშენებლობა. არსებულ ვითარებას ადგილზე ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარე და მერის მოვალეობის შემსრულებელი გაეცნენ და განსახორციელებელი სამუშაოები ადგილზე დაგეგმეს.