სტარტაპინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობასა და ამ პროცესში როგორც სახელმწიფოს, ასევ კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრეს კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, პროექტ THE Crossroads-ის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაში მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე უცხოელი ექსპერტები მონაწილეობდნენ. Crossroads-ი არის გლობალური პლატფორმა, რომელიც საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის ხელშესაწყობად დაიწყო და ის მსოფლიოში წარმატებულ სტარტაპებს, სპიკერებს, ინვესტორებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებს და ექსპერტებს აერთიანებს, რათა ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყოს ხელი.