მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად დაგეგმილ რეფორმას საბანკო სექტორი ეხმაურება.
ბანკები სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმაში მონაწილეობის მისაღებად მზად არიან. მთავრობის ინიციატივის მიხედვით, დაფინანსდებიან ის დამწყები ბიზნესმენები, რომელთა პროექტებს ბანკი მოიწონებს, თუმცა მათ განსახორციელებლად საჭირო კაპიტალი არასაკმარისი იქნება.
რეფორმის შესახებ დღეს რამდენიმე ახალი დეტალი გახდა ცნობილი.