პრემიერ-მინისტრი საბანკო სექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის ეკონომიკური გუნდს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ბანკების ხელმძღვანელებს და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ისაუბრეს ლარის კურსთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებს და აღნიშნა, რომ იანვარში 18%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ითქვა, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილია ექსპორტი და დადებითი დინამიკაა ტურიზმის აღდგენის მიმართულებით. პრემიერმა, საქართველოს მთავრობის სახელით, ბიზნესს სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფოს მიერ დაანონსებული პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაში, რომლებიც ეკონომიკური ზრდის წახალისებას და ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკის, ფინანსთა მინისტრები, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.