სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის

ხუთი სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები, ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას შემდგომი დასაქმების უფლებით, ეკონომიკის სამინისტროს მართვაში არსებულ ენერგეტიკულ კომპანიებში გაივლიან. შესაბამის მემორანდუმს ხელი ეკონომიკის სამინისტროში მოეწერა. სამინისტროს ინფორმაციით, ენერგეტიკულმა კომპანიებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მონაწილეობა მიეღოთ სტაჟირების პროგრამაში. ენერგეტიკულის გარდა, სტაჟირების პროგრამა მოიცავს სამართლისა და ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებებსაც, ენერგეტიკული კომპანიების სპეციფიკის გათვალისწინებით.