სამშენებლო ფაკულტეტების სტუდენტები სტაჟირებას გზების დეპარტამენტში გაივლიან.
12 შერჩეული კანდიდატი უშუალო მონაწილეობას მიიღებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებაში. სტუდენტებს დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი შეხვდა. მინისტრის თქმით სტაჟირების პროგრამა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების უნარების ამაღლებას, კარიერის დაგემვასა და სამომავლო დასაქმებას. მომავალში სტაჟირების შესაძლებლობა სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სხვა მიმართულებებითაც იგეგმება.