ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა თბილისში.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 51-ე სკოლასთან მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჭრილია ერთი მამაკაცი, თუმცა ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე არ ადასტურებს. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები.
მომხდარის დეტალებს ჩვენი კორესპონდენტი არკვევს.