შინაგან საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმა

შინაგან საქმეთა სამინისტროში, უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. კრიმინალური პოლიციის რეფორმა, დანაშაულის პრევენციის მიზნით ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და საგზაო უსაფრთხოება- ეს იმ რეფორმების მხოლოდ ნაწილია, რაზეც გომელაურის უწყება მომდევნო 10 წლის განმავლობაში აქტიურ მუშაობას აპირებს.
დაგეგმილია ელექტრონული პლატფორმის შექმნაც, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს მომხდარი დანაშაულის შესახებ უწყებას ინფორმაცია ანონიმურად მიაწოდონ. პრეზენტაციის შემდეგ, მინისტრმა მედიის შეკითხვებსაც უპასუხა. ვახტანგ გომელაურმა კიდევ ერთხელ დაგმო ხუთ ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა და თქვა, რომ მომხდარზე გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.