სპორტული მედიცინის ასოციაციის დაჯილდოება

„ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტმა საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ყრილობას და დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა.

ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კახაბრიშვილმა 2021 წელი შეაჯამა და ორგანიზაციის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე და მიღწევებზე ისაუბრა. საზეიმო საღამოზე დაჯილდოვდნენ წარმატებული ქართველი სპორტსმენები, მედიცინის სფეროს წარმომადგენლები და ის ადამიანები, რომლებიც სპორტის და სპორტული მედიცინის პოპულარიზაციაში აქტიურად არიან ჩართულები.