წარმატებული წელი ქართული სპორტისთვის

განსაკუთრებით გამორჩეული იყო 2023 წელი სპორტული მიღწევების მხრივ.

ეროვნული ჰიმნის ფონზე, საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა წელს ბევრჯერ აღმართეს ყველა იმ ქალაქში, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა პირველი ადგილი მოიპოვეს. ქართველები აქტიურად ასპარეზობდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე. იყო იმედგაცრუებაც, თუმცა ეროვნულმა გუნდებმა და სპორტსმენებმა თავიანთი ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით ღირსეულად წარმოაჩინეს.

2023 წელს საქართველო საერთაშორისო მასშტაბით არაერთმა ქართველმა სპორტსმენმა ასახელა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ჰიმნი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აჟღერდა. მთავარი გმირი ამჯერადაც ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც უკვე მეოთხედ სამშობლოში წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მიიღო.

წარმატებული და დასამახსოვრებელი ასპარეზობები მსოფლიო ჩემპიონატებზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში, დაძაბული შეხვედრების შემდეგ გაჩენილი ისტორიული შანსები, ქვეყნის ფარგლებს გარეთ წლის განმავლობაში მიღებული ჯილდოები და საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიებები, რომლებსაც საქართველომ უმასპინძლა – წინ ახალი გამოწვევები და უამრავი გეგმაა. მანამდე კი ვაჯამებთ 2023 წლის მთავარ სპორტულ მოვლენებს.