სპორტული დღესასწაული პირველ არხზე

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლები უკვე დაიწყო.

საქართველო, რომლისთვისაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს ზედიზედ მე-8 ზამთრის ოლიმპიადაა, თამაშებში მონაწილეობას მისთვის სარეკორდო 9 სპორტსმენით იღებს. პეკინი ისტორიაში პირველი ქალაქია, სადაც 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ამჯერად უკვე  2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა ტარდება.

24-ე ზამთრის თამაშების პირდაპირი რეპორტაჟების ნახვა საქართველოს პირველი არხის ყველა პლატფორმაზეა შესაძლებელი.