სპორტის სამინისტრომ ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სპორტულ დაწესებულებებს ინვენტარი და ეკიპირება გადასცა. დაწესებულებების კეთილმოწყობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხდება. ჯამში ინვენტარსა და ეკიპირებას 25 მუნიციპალიტეტი მიიღებს. სპორტული დაწესებულებების საჭიროების შესახებ ჩატარდა შესაბამისი კვლევაც.