სპორტსმენების ბულინგი - შეფასებები

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მიმართ, სოციალურ ქსელში ბულინგის კამპანია მიმდინარეობს. გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კლიპი წარადგინა, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები მონაწილეობენ. ბულინგს ოპოზიციის წარმომადგენლები გმობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ნაკრების წევრების „ოცნების“ კლიპში გამოჩენა არასასიამოვნო ფაქტია. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც კლიპშია წარმოდგენილი, ქვეყნის საამაყო შვილია და ასოცირდება გამარჯვებასთან და ეროვნული ღირსების დაცვასთან.